18:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 15:39:27, 1829 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის" გუნდები ქართველ ინვესტორებს ხვდებიან

3 დეკემბერს 17:30 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა)  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის"  სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას გამართავს, სადაც 8 გუნდი საკუთარი სტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენს.

მათ მიეცემათ საშუალება მოიპოვონ ინვესტიცია და განავითარონ ბიზნესი, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე.ღონისძებას მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელები და პოტენციური ინვესტორები დაესწრებიან, ისეთი კომპანიების როგორიცაა: თი-ბი-სი ბანკი, კომპანია ჯი-პი-სი, პე-ეს-პე, ბილაინი, ჯი-პი-აი, ორიენტ ლოჯიკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება და სხვ. 

მნიშვნელოვანია ქართველი ინვესტორების ჩართულობა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში, ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროს წინსვლასა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას ქვეყანაში. ინვესტორებთან მუშაობას გუნდები პრეზენტაციების შემდეგაც ინტენსიურად გააგრძელებენ. 

ბიზნეს ინკუბატორის 1 წლიანი პროგრამა სტარტაპებისათვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი სამი თვის განმავლობაში გუნდები პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ, პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმა, ბიზნეს მოდელი და ფინანსური პროგნოზები აქვთ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნულ პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქპატენტთან, დელოიტთან და მართვის აკადემიასთან ერთად ახორციელებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics