|
2016-12-02 13:15:26, 2669 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ს მებრძოლებმა მოსულში ბოლო 2 დღის განმავლობაში 15 ბავშვი მოკლეს
მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში 15 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია ერაყის შეიარაღებული ძალების ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ბავშვები მშობლებთან ერთად მოსულიდან გაქცევას ცდილობდნენ, როდესაც მათ ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, ჯიჰადისტები სიკვდილით დასჯით ემუქრებიან მოსულში დარჩენილ მშვიდობიან მცხოვრებლებს, თუკი ისინი ქალაქის დატოვებას ეცდებიან. ორგანიზაცია “წითელი ნახევარმთვარის” მონაცემებით, ბოლო 2 დღის განმავლობაში მოსულის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რაიონები 2 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. შეგახსენებთ, რომ მოსულის შტურმი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უწევს. ცნობისთვის, "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი მოსული 2014 წელს დაიკავა. იმ დროისთვის ქალაქში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)