|
2016-12-02 11:25:10, 2632 ნახვა
მსოფლიო
Europol: ISIS-ი უახლოეს პერიდოში ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმებს გეგმავს
“ისლამური სახელმწიფო” უახლოეს პერიდოში ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმების განხროციელებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Europol-ი ავრცელებს. როგორც ევროკავშირის პოლიციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ტერორისტების მიერ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დაკარგვის გამო დასავლეთ ევროპაში ახალი ტერაქტების საფრთხე იზრდება. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ თავდასხმები შესაძლოა, განახორციელონ როგორც ტერორისტთა ჯგუფებმა, ისე დამოუკიდებლად მოქმედმა ტერორისტებმა. ამასთან, ევროპოლის ცნობით, ყველაზე მაღალი ტერორისტული საფრთხე საფრანგეთშია. ასევე ისლამისტების სავარაუდო სამიზნეებს შორის დასახელებულია ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ამჟამად ევროპულ ქვეყნებში შესაძლოა, “ისლამური სახელმწიფოს” ათობით პოტენციური ტერორისტი იმყოფებოდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)