|
2016-11-30 17:01:34, 1532 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა შესაძლოა, ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, პარტიის ნაწილმა ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ "ენმ"-ს თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრა იქნება. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრა არ უნდა მოხდეს. „მიმაჩნია, რომ თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ხელისუფლების მთავარი ამოცანა სააკაშვილის გამიჯვნა იყო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან. ეს არ გამოუვიდა და სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თანამებრძოლების ხელით მოახერხებს ამას”, - განაცხადა წიკლაურმა. მისივე ინფორმაციით, ყველა რეგიონული ორგანიზაცია მიხელ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს უჭერს მხარს. „თუ ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია და მეორე მხარეს პოლიტსაბჭოს წევრთა ჯგუფი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება პარტიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება მიიღება, ძნელია სასიკეთო მოვლენების განვითარების პროგნოზირება. არ არის გამორიცხული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყრილობასაც”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)