|
2016-11-28 16:57:12, 2419 ნახვა
მსოფლიო
პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა, - ამის შესახებ ლუცენკომ კიევის რაიონულ სასამართლოში განაცხადა. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, ვიქტორ იანუკოვიჩს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, შესაბამისი დოკუმენტი კი მის ადვოკატს გადასცეს. ასევე შეტყობინებები იანუკოვიჩის ყველა მისამართზეა დგადაგზავნილი. “როგორც გენერალური პროკურორი მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 თავის 111-ე და 278-ე მუხლების შესაბამისად და გატყობინებთ, რომ თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სახელმწიფო ღალატში, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანმიმართული ქმედებების ხელშეწყობაში, რაც მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის შეცვლისკენ, უკრაინის კონსტიტუციის დადგენილი წესრიგის დარღვევისა და აგრესიული ომის წარმოებისკენ”, - განაცხადა ლუცენკომ. იური ლუცენკო არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად შესაძლოა, ასევე ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გამოცხადდეს. ამასთან, კიევის რაიონულ სასამართლოში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობს შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 2014 წლის თებერვალში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)