|
2016-11-28 14:28:02, 1303 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თეა წულუკიანი: ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის არსებობა აუცილებელია. თუმცა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კანონი ზოგიერთ მუხლში გაუმჯობესებას საჭიროებს. „ის, რომ ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი. ჩვენი მთავრობა ამას მხარს უჭერს და არსებობს მოსაზრებები, თითქოს საპირისპირო, მაგრამ ეს ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება თვითონ არსებული კანონის დახვეწას, მეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში საჭიროებს გაუმჯობესებას, იმისთვის, რომ, სხვებს შორის, ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული და ხალხებს შორის ურთიერთობები იყოს გაადვილებული, რადგან ჩვენ ერთ დღეს, როდესაც დაგვიდგება დრო, რომ უნდა გავაერთიანოთ საქართველო, ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს ხალხი და ჩვენ, პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მასთან ურთიერთობები აღვადგინოთ და ამაში კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)