|
2016-11-26 20:53:14, 1318 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია კვირიკაშვილს: პასუხისმგებლობა ნომინალური კი არა რეალური იქნება
როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს, როდესაც ფული და მილიარდერი შენს უკანაა, როდესაც სასამართლო სისტემას თითქმის მთლიანად აკონტროლებ და მერე კიდევ გინდა, რომ ჩაახშო ერთადერთი არხი და მილიარდერის ხელში გადაიყვანო, ეს დიდ სამოქალაქო უთანხმოებას იწვევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, რიგგარეშე სხდომაზე სითყვით გამოსვლისას განაცხადა. ბოკერიას თქმით, მმართველ გუნდს პოლიტიკური აბსურდის თვალსაზრისით ბევრი ოქროს მედალი აქვს. "როდესაც "ოცნების" გუნდი გამოდის ძალიან ძნელია, იმხელა კონკურენციაა პოლიტიკურ აბსურდში თუ ვინ მოიპოვა ოქროს მედალი. ახლა აქ სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დღეს აღმოაჩინა, რომ თურმე ცალმხრივი ყოფილა რუსეთის ემბარგო და საქართველოს არ გამოუცხადებია რუსეთისთვის ემბარგო. მაგრამ ოქროს მედალი, მაინც აქვს დეპუტატს, გვარი ვერ მოვისმინე, სრული პატივისცემით ვიძახი, დღეს იზრუნა იმაზე, ლარი ძალიან რომ გამყარდებაო, მილიარდები, რომ შემოვაო აი მერე როგორ იზამთო თქვენო, მერე როგორ გაუწვდებით ამ პრობლემასო. ამას თქვენ ბ-ნო გიორგი სერიოზულად უპასუხეთ", - აღნიშნა ბოკერიამ. როგორც უმცირესობის დეპუტატმა აღნიშნა, ყველაზე აბსურდული დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება დედოლარიზაციასთან დაკავშირებით იყო. "ბ-ნი ქუმსიშვილისგან მოვისმინე ის, რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს. რომ რა არის გამოსავალი?! ეროვნულ ბანკზე აპირებთ ზეწოლას, რომ გაურთულოს წვრილ და საშუალო ბიზნესს, მოქალაქეებს, დოლარში კრედიტის აღება. ეს არის გამოსავალი?! არა! აქ ბ-ნი ვოლსკი იძახდა, წინადადებები არ გაქვთო. ხელოვნური და ადმინისტრაციული დედოლარიზაცია კი არ არის გამოსავალი, გადასახადების დაწევა, რეგულაციების გაუქმება და ბიუროკრატიის შემცირებაა გამოსავალი. ბოლოს ერთ რამეში უნდა დავეთანხმო ბ-ნ გიორგის, მომავალ პრემიერ-მინისტრს, მან თქვა რომ ეროვნული თანხმობა უნდა იყოს არჩევნების შემდეგო, მოგებულს და წაგებულს შორისო, ეს ასეა. ნორმალური დემოკრატია არის ასეთი. ვიღაც მოიგებს, ვირაც წააგებს. ამის მერე ყველა ნაწყენია ვინც წააგებს, მაგრამ ეგუება ამ დემოკრატიულ შედეგს და აგრძელებს მუშაობას, მაგრამ გააჩნია, როგორ მოიგებ. როდესაც ძალადობით და დაშინებით იგებ, მაშინ თანხმობა სუსტდება, თუ არ ქრება, ეს ერთი და მეორე პასუხისმგებლობა ნომინალური კი არა რეალური იქნება", - მიმართა ბოკერიამ კვირიკაშვილს.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)