15:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 17:15:41, 1753 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: დედოლარიზაციის მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავ

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ისაუბრა იმ სირთულის შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხი აშშ დოლარში ჰქონდა აღებული.

„ჩვენი მოსახლეობის ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდა უცხოურ ვალუტაში. სამწუხაროდ, მათი განკარგვადი შემოსავალი შემცირდა, რადგან ისინი გაცილებით მეტ თანხას იხდიან, ვიდრე იმ შემთხვევაში, სესხები ლარში რომ ყოფილიყო გაცემული. დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ნაბიჯები ორი მიმართულებით იქნება გადადგმული - პირველი, შემსუბუქდება სოციალური წნეხი, რათა მათი განკარგვადი შემოსავალი გაუმჯობესდეს და მეორეც, საქართველოს ეკონომიკაში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ლარში გაიცეს და ამით სავალუტო რისკი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics