22:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 14:15:32, 2710 ნახვა

მსოფლიო
მაიამიში ფიდელ კასტროს გარდაცვალებას ზეიმობენ

მაიამის მოსახლეობა კუბის ყოფილი ლიდერის, რევოლუციონერის ფიდელ კასტროს გარდაცვალებას ზეიმით შეხვდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ქალაქში მცხოვრები კუბელი ემიგრანტების უმრავლესობა კასტროს ნეგატიურად აფასებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, ცვლილებებს ელოდებიან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, ჩანს თუ როგორ ზეიმობენ ემიგრანტები კასტროს გარდაცვალებას. ისინი ქალაქის ქუჩებში კუბის დროშით მოძრაობენ და მომღიმარე სახეებით, მძღოლებს უქნევენ ხელს.

ცნობისთვის, კუბელი ემიგრანტები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, რიცხობრივად ლათინოამერიკელების მესამედს წარმოადგენენ. ყველაზე მეტი კუბელი ემიგრანტი ფლორიდის შტატში, კერძოდ კი მაიამიში ცხოვრობს. ისინი მოსახლეობის 34,1%-ს შეადგენენ. 

შეგახსენებთ, რომ კუბის რევოლუციონერი და ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამასთან, მისი კრემაცია დღეს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics