22:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 13:21:47, 2315 ნახვა

მსოფლიო
ვისკონსინის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებს ხელახლა დაითვლიან

ვისკონსინის შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმებს ხელახლა დაითვლიან, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს,  შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ “მწვანეთა პარტიის” კანდიდატის, ჯილ სტაინის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ხმების გადათვლა სავარაუდოდ მომავალ კვირას დაიწყება. კანონმდებლობის მიხედვით პროცედურა 13 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ჯილ სტაინი ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც. კანონის მიხედვით, პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯები მოთხოვნის ავტორმა თავად უნდა დაფაროს. სპეციალურ ფონდში უკვე შეგროვდა 5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც ვისკონსინსსა და პენსილვანიაში ხმების გადათვლას ეყოფა.

ამასთან, თუ აღმოჩნდება, რომ ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ხმები არასწორად იყო დათვლილი, ეს საკმარისია, რომ 8 ნოემბერს ჩატარებულ არჩვენების შედეგებს გადახედონ და გამარჯვება ჰილარი კლინტონმა მოიპოვოს.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადბეს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბების სამხილები არ არსებობს. ბარაკ ობამას ადმიანისტრაციამ 25 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ არჩევნების შედეგები ამერიკელი ხალხის ნებას ობიექტურად გამოხატავს. 

შეგახსენებთ, რომ რესოუბლიკელმა კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 290 წევრის ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტომა ტრამპს ამომრჩეველთა ხმებით აჯობა, მან 2 მილიონით მეტი ხმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics