16:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 22:42:54, 751 ნახვა

საზოგადოება
ზაჰესში ხიდის მშენებლობის გამო 22:00-დან 00:00 საათამდე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საავტომობილო გზა გადაიკეტება

ზაჰესში ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო 22:00-დან 00:00 საათის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საავტომობილო გზა გადაიკეტება, - ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ავტომობილები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების მიმართულებით, სარაჯიშვილის გამზირის და  ზაჰესის დასახლების გავლით მცხეთის მიმართულებით.

"ზაჰესის დასახლებაში ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, 22:00-დან 00:00 საათის ჩათვლით, გადაიკეტება საავტომობილო გზა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების მიმართულებით, სარაჯიშვილის გამზირის და  ზაჰესის დასახლების გავლით მცხეთის მიმართულებით", - ავცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics