|
2016-11-24 16:30:18, 1466 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: ტარიფების ზრდა რომ თავიდან ავიცილოთ, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ადგილობრივი რესურსების ათვისება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. მისივე თქმით, ახალი სოფლების გაზიფიცირების პროექტი განხორციელდება: „ დაახლოებით 20 მილიონია ჩადებული ბიუჯეტში მომავალი წლისთვის, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ და მივიღებთ თქვენთან ერთად გადაწყვეტილებას, თუ რომელი რეგიონები იქნება პრიორიტეტად მიჩნეული“,-აღნიშნა კალაძემ საკომიტეტო მოსმენისას. კალაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებასა და გაძლიერებას. „ხელისუფლება უზრუნველყოფს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით. ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ. ბევრი საინტერესო მდინარეა საქართველოში, რომელსაც გააჩნია ენერგეტიკული პოტენციალი. სამწუხაროდ, დაახლოებით 20%-ია ამ რესურსების ათვისებული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველო არ იყოს ენერგეტიკულად დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე, რადგან რაც უფრო მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან, ეს ყველაფერი აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, რადგან გვიწევს ტარიფების გაზრდა და ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ადგილობრივი რესურსების ათვისება“,-განაცხადა კახი კალაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)