|
2016-11-24 11:54:48, 758 ნახვა
რეგიონი
უცხოელი ვიზიტორების 72% აჭარაში დასვენებით კმაყოფილია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წლის აპრილ-ივნისში ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევა გამოაქვეყნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, კვლევის შედეგად, 909 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა. მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით, აპრილი-ივნისის პერიოდში აჭარაზე პროცენტულად ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი 45.4% ძირითადათ მეგობრებთან, 31,1% კი ინდივიდუალურად სტუმრობს. მათი უმრავლესობა კი რეგიონში საშუალოდ 2-3 ღამით რჩება. „ერთი ტურისტის მთლიანი ვიზიტის ხარჯი აჭარაში საშუალოდ 1 059 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ციფრში შედის კვების, განთავსების, გართობისა და აჭარაში ყოფნისას განხორციელებული ყველა აქტივობის ხარჯი. მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ტრანსპორტი, რომლითაც ვიზიტორმა აჭარაში ჩამოსვლამდე და რეგიონში ისარგებლა. წინა კვლევების მსგავსად, 2016 წლის აპრილ-ივნისში ვიზიტორების უმრავლესობა აჭარაში ძირითადათ ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (55,7%) და აზარტული თამაშებისთვის (9,1%) ჩამოდის, თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,2% უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 90%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 38,64%, ხოლო კულტურული ტურიზმით 31,24 % ტურისტია დაკავებული. კვლევის წინა სამი ეტაპის მსგავსად, გამოკითხულ ვიზიტორთა 72 % ძალიან კმაყოფილია რეგიონში დასვენებით. ხოლო მათ 95% -ს სურვილი აქვს აჭარას ისევ ეწვიოს. ვიზიტორთა კმაყოფილების დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა (73%), სამზარეულო (68%), ღვინო (47%), ბუნება (89%) და უსაფრთხოების პირობები აჭარაში (80%). „რაც შეეხება პრობლემებს, აჭარაში აპრილ-ივნისში მყოფი ტურისტებისთვის პრობლემების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. პრობლემებს შორის უამინდობას 909 გამოკითხულოდან 1,03%, კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებს 1,25%, სასტუმროს მომსახურება/პირობებს 0,64% და საგზაო ინფრასტრუქტურას 0,42% უჭირავს. მიუხედავად პრობლემების იდენტიფიცირებისა, გამოკითხულ ვიზიტორთა მხოლოდ 4%-მა შეძლო დაესახელებინა დამატებითი სერვისები, რომელთა ხილვასაც აჭარაში ისურვებდნენ. მათ შორის რეკომენდაციების სახით მოხვდა ბიბლიოთეკა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (0,42%), რუსულენოვანი აუდიო გიდი (0,42%), დამატებითი ავიარეისები ბათუმის აეროპორტში (0,6%), დამატებითი ატრაქციონები პარკებში (0,6%), საერთო საპირფარეშოები ქალაქში (0,6%) და სავაჭრო ცენტრები (0.6%).“,-აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელ ვიზიტორთა კვლევას 2015 წლის აგვისტოდან ახორციელებს. კვლევის ყველა ეტაპის შედეგის ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ -გვერდზე. (NS)
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)