|
2016-11-23 14:12:29, 2149 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში გიულენთან კავშირის გამო, საჯარო სამსახურიდან 15 ათასამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
თურქეთის ხელისუფლებამ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, საჯარო სამსახურიდან 15 ათასამდე თანამშრომელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, სამსახურებიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს შორის არის 2 ათასი სამხედრო, თითქმის 8 ათასი სამართალდამცველი, ჟანდარმერიის 403 თანამშრომელი და 5 ათასზე მეტი მაღალჩინოსანი. მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით ტურქეთში ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირისა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სამსახურიდან 110 ათასზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. გარდა ამისა, ხელისუფლების განკარგულებით 375 ინსტიტუტი, 18 საქველმოქმედო ოგრანიზაცია და 9 მედია საშუალება დაიხურა. შეგახსენებთ, რომ ამბოხი თურქეთში მიმდინარე წლის 15 ივლისს მოხდა. შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 100 ათასზე მეტი მოქალაქე მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობას მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს აკისრებს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მის ექსტრადიციას ითხოვს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)