|
2016-11-23 13:12:48, 2245 ნახვა
მსოფლიო
გაერო: ალეპოში საბრძოლო მოქმედებებს 1 კვირის განმავლობაში 141 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი ემსხვერპლა
გაერო-მ ალეპოში შექმნილ ვითარებას საშინელი და შემზარავი უწოდა. სირიის რიგით მეორე უდიდეს ქალაქში საბრძოლო მოქმედებებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 141 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება, გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ალყაშემორტყმულ ქალაქში 250 ათასიდან 275 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს უმაღლესმა კომისარმა ალეპოში საავადმყოფოებზე განხორციელებულ თავადასხმებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში საავდმყოფოებზე რუსულმა ან სირიულმა სამხედრო თვითმფრინავებმა მიიტანეს. ვაშინგტონი ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, რომ სისხლისღვრის შეჩერების მიზნით ასადის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს. ამ დროისთვის ალეპო 2 ნაწილად არის გაყოფილი: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს, მეამბოხეები კი აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)