|
2016-11-22 11:22:40, 1775 ნახვა
ეკონომიკა
უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა
თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი). შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 859-დან 868 აშშ დოლარამდე. ამავე პერიოდის მონაცემებით, გაყიდვების მიხედვით თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია:
სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირია მთაწმინდის რაიონში (991 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (555 აშშ დოლარი).
2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარის საშუალო ფასი მერყეობდა 9.52-დან 10.58 აშშ დოლარამდე.
გამოკვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი განაგრძობს ზრდას: სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა (+14.0% წინა თვესთან, +47.1% წინა წელთან) და 3331 ერთეული შეადგინა. ბაზარი გაიზარდა ა.წ. ივლისშიც (+4.3% წინა თვესთან), ხოლო აგვისტოში უმნიშვნელოდ შემცირდა (-0.3% წინა თვესთან).
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე iset-pi.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)