|
2016-11-19 15:05:18, 2416 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპენსაციის სახით 25 მილიონს გადაუხდის
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნივერსიტეტის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა და მოსარჩელე მხარეს 25 მილიონ დოლარს (20 მილიონ სტერლინგს) გადაუხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის კუთვნილებაში არსებული უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები უჩიოდნენ. სტუდენტები ამტკიცებდნენ, რომ ძვირადღირებულ და უსარგებლო სემინარებზე დასწრებას აიძულებდნენ, რის სანაცვლოდაც 35 ათასი დოლარის გადახდა უწევდათ. ამასთან, თავდაპირველად ტრამპი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული სიცრუეა. აღსანიშნავია, რომ საპროცესო გარიგება ტრამპს დანაშუალის აღიარებას არ ავალდებულებს. მედიის ცნობით, დაზარალებული სტუდენტები სემინარებში დახარჯულ თანხას უკან სრულად მიიღებენ. კომპენსაციას სულ მცირე 6 ათასი სტუდენტი ელოდება. გენერალური პროკურორის ერიკ შნაიდერმანის თქმით, ის კომპენსაციის სახით თავდაპირველად 40 მილიონს ელოდებოდა. ყოფილი სტუდენტების თქმით, ეს დიდი გამარჯვებაა, რომელსაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. ცნობისთვის, 2004 წელს დაწესებულ უნივერსიტეტში უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ტრამპის წარმატების ფორმულის სწავლას სთავაზობდა. თუმცა ის უმაღლეს სასწავლებლად არ აღიარეს და მოგვიანებით ის დაიხურა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)