|
2016-11-18 16:20:11, 1430 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: მიხარია, რომ „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი ემიჯნება გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს სააკაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხისმგებლობას იღებს. კობახიძის თქმით, ყველა განცხადება კონკრეტულ ფაქტებსა და ინფორმაციებს ეფუძნებოდა. „რაც შეეხება შეკითხვას, რომ წინასაარჩევნო საქმიანობისას, თითქოს მე ვამართლებდი ხელისუფლების ყველა ქმედებას, მათ შორის ძალადობას, გთხოვდით, ასეთი ერთი ფაქტი მაინც დაასახელოთ. არც ერთი ფაქტი არ ყოფილა, სადაც მე ასე გავაკეთე. ჩემი გამოსვლები ყოველთვის არგუმენტირებული იყო. ეფუძნებოდა კონკრეტულ ფაქტებს. რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალებაზე ჩვენს გამოსვლებს, მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ყველა იმ განცხადებაზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში კეთდებოდა ამ მცდელობაზე. ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დიდი ნაწილი ემიჯნება იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. გვქონდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციის წყაროებიც არაერთგზის დავაკონკრეტეთ. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)