|
2016-11-17 12:15:15, 1343 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "NATO-საქართველოს სწავლება - 2016"-ს დაესწრო, რომელიც კრწანისში, NATO - საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს. პრეზიდენტი სწავლების მიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწავლებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ემსახურება ასევე გლობალური სტაბილურობის მიზნებს. „საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა, როგორც სტაბილურობის, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი. პარტნიორი, რომელსაც გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად. ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ. ქართველი ჯარისკაცები ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც თანამებრძოლებთან ერთად უზრუნველყოფენ გლობალურ უსაფრთხოებას. მივესალმები ყველას, ვინც ჩამობრძანდა საქართველოში ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. ეს ცენტრი სწორედ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თანამშრომლობასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მიზანს ემსახურება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. მრავალეროვნული სწავლება რიგით მეორეა, რომელიც NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)