|
2016-11-16 12:21:25, 2021 ნახვა
მსოფლიო
ათენის პოლიციამ ბარაკ ობამას საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა
ათენის ცენტრში პოლიციამ აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბარაკ ობამას წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ათენში ბარაკ ობამას ვიზიტის გასაპროტესტებლად აქციაში 3 000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა. მედიის ინფორმაციით, ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეების ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. ახალგაზრდებს ხელში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ხელკეტები ეჭირათ. BBC-ის ცნობით, შეტაკების შედეგად არავინ დაშავებულა. თავდაპირველად დემონსტრანტები აშშ-ის საელჩომდე საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ქალაქის ცენტრში აქცია აკრძალა. ცნობისთვის, დემონსტრაცია პარტია “ნაციონალური ერთიანობის” მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერვენციამ სისხლისღვრა და მიგრაციული კრიზისი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ევროპაში ფინალურ ტურნეს მართავს. ობამამ მოლაპარაკებები საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან და პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსთან გამართა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)