08:55 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 11:12:31, 2314 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს

გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-ი ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, საქმე 2014 წელს იანვარ-თებერვალში ევრომაიდანის აქტივისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სერგეი გორბატიუკის განცხადებით, პრეზიდენტს უწყება 29 ნოემბრისთვის გადაეგზავნა. თუმცა მისივე თქმით, პოროშენკო დაკითხვაზე ჯერ არ გამოცხადებულა.

მედიის ცნობით, პოროშენკო დასაკითხად მოწმის სტატუსით არის დაბარებული. ამასთან, პრეზიდენტის გარდა მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები მაღალჩინოსნებიც, რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და სხვები.

ამასთან, პოროშენკოს პრესსპიკერის სვეტოსლავ ცეგოლკოს განცხადებით, პრეზიდენტი დაკითხვაზე მას შემდეგ მივა, რაც ოფიციალურ უწყებას მიიღებს.

გორბატიუკის თქმით, იაცენიუკი და კლიჩკო დაკითხვაზე დაბარების მიუხედავად პროკურატურაში არ მიდიან, მაშინ როდესაც პრეზიდენტი დაკითხვაზე მისასვლელად თავისუფალ დროს ვერ ნახულობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics