|
2016-11-11 16:22:17, 2139 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ყველა პარტია, განსაკუთრებით პრეზიდენთან დაკავშირებული, არის ბინძური, გაფუჭებული და ანტინაციონალური
ყველა პარტია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან არიან დაკავშირებული, არიან ბინძური, გაფუჭებული, ცინიკური და ანტინაციონალური, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უკრაინაში "ახალი ძალების პლატფორმის" დაარსების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის უკრაინის გამარჯვება აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატება. „ჩემთვის უკრაინის გამარჯვება აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთავარი მიზანია. მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, არა მხოლოდ სამხედროების დახმარებით, რაც მნიშვნელოვანია, არამედ გავიმაჯრვებთ მაშინ, როდესაც ე.წ. პოლიტიკური ელიტისგან, რუსეთის მმართველი ძალის მსგავსი კრიმინალებისგან გავთავისუფლდებით, როდესაც რადაში და ხელისუფლებაში აღარ გვეყოლება რუსეთის მსგავსი კრიმინალები, შევძლებთ საბჭოთა კავშირისგან, პუტინის სამყაროსგან დაშორებას, ომში გამარჯვებას, მშვიდობის აღგენასა და ევროპისკენ სვლას“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე განმარტებით, ამის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების შეცვლის გზით არის შესაძლებელია. ამასთან, სააკაშვილის თქმით, უკრაინას ახალი სახეები და ახალგაზრდა ძალა სჭირდება. როგორც ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, გასულ ზაფხულს უკრიანის პრეზიდნეტმა მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა და ასევე რამდენჯერმე შესთავაზა მისი პარტიის “სოლიდარობის” ხელმძღვანელობა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)