08:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 17:55:40, 2185 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპს გამარჯვება ჯიჰადისტებმა მიულოცეს

ტრამპს გამარჯვება ჯიჰადისტებმა მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ალ-ქაიდას პრეს-სპიკერი ჯაბჰატ ფატაჰ ალ-შამი Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"ტრამპის გამარჯვება მძიმე დარტყმაა იმათთვის, ვინც დემოკრატიული სისტემის განვითარებას უწყობს ხელს. დღეიდან ჩვენ არ გვჭირდება მედია, რომელიც დასავლეთის მაქინაციების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებს. ჩვენ მხოლოდ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები გავავრცელოთ", - წერს ალ-ქაიდას პრეს-სპიკერი.

ამასთან, ცნობილი ეგვიპტელი ჯიჰადისტი და სასულიერო პირი ტარიქ აბდელ ჰალემი აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვება მათთვის მოკლევადიან პერსპექტივაში ცუდია. თუმცა მისივე თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივის პირობებში ტრამპის გამარჯვება საკმაოდ კარგია, რადგან ტრამპი ამერიკის შეერტებულ შტატებს "ძირს გამოუთხრის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics