12:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 16:59:24, 2009 ნახვა

ეკონომიკა
ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება

ლარის კურსის ვარდნის მაჩვენებელი დოლართან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4773 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4546 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0227 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6995 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7236 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0241 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი 2.4923 ლარი, მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 1999 წლის 23 თებერვალს, 2,4510 იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics