10:18 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 15:18:05, 785 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში დღეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიმს ჰოლბრუკი, საქართველოში ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, აშშ-ში ბრუნდება.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ჯეიმს ჰოლბრუკი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა.

მინისტრის მოადგილემ SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ჯეიმს ჰოლბრუკის მიერ გაწეული შრომა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გახნისა და ფუნქციონირების საქმეში.

ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნატო-საქართველოს ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები და თავდაცვის ატაშეები, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics