|
2016-11-09 13:33:36, 1936 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: ტრამპთან შეხვედრას და ნატოს სამიტზე მის მასპინძლობას მოუთმენლად ველი
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას და ბრიუსელში ნატო-ს 2017 წლის სამიტზე მის მასპინძლობას მოუთმენლად ელოდება. "ჩვენ უსაფრთხოების ცვალებადი ახალი გარემოს წინაშე ვართ, ჰიბრიდული ომის, კიბერთავდასხმების, ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით. აშშ-ის ლიდერობა მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ჩვენი ალიანსი ამერიკის უახლოესს მეგობრებს თითქმის 70 წლის განმავლობაში მშვიდობასა და კონფლიქტის პერიდოში აერთიანებდა. ძლიერი ნატო კარგია აშშ-სთვის და ევროპისთვის. ნატო მტკიცედ პასუხობს უსაფრთხოების ახალ ვითარებას. თუმცა ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მე მოუთმენლად ველოდები ბატონ ტრამპთან მალე შეხვედრას და ბრიუსელში ნატოს მომავალი წლის სამიტზე მის მასპინძლობას", - ნათქვამია სტოლტენებრგის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)