|
2016-11-08 11:51:56, 2122 ნახვა
მსოფლიო
ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ერაყის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, სამარხში ასამდე თავმოკვეთილი ცხედარია. როგორც სამხედროების განცხადებაშია ნათქვამი, სამარხი მოსულის შემოგარენში, დასახლება ჰამამ ალ-ალიში სკოლის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ეს ქალაქი მოსულამდე სამხრეთიდან მისასვლელ გზაზე ბოლო დასახლებული პუნქტია. გასული კვირის ბოლოს ადამიანის უფლებთა გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველომ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულის ასობით მშვიდობიანი მცხოვრები სიკვდილით დასაჯეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტები თავიანთ რიგებში ბრძოლას 10 წლამდე ბავშვებს აიძულებენ. შეგახსენებთ, რომ ერაყის სპეცდანიშნულების ძალები მოსულში 2 ნოემბერს შევიდნენ. ცნობისთვის, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული "ისლამურ სახელმწიფოს" 2014 წლიდან აქვს დაკავებული. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მებრძლებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაცია უწევთ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)