|
2016-11-07 14:12:25, 1097 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ახალი საწარმოს საქმიანობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო წებოვან ცემენტს, თუნუქის სახურავებს, ლურსმნებს, მავთულს, საფასადე და მოსაპირკეთებელ მასალებს, წყლისა და საკანალიზაციო მილებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს და სხვა პროდუქციას აწარმოებს. ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. ინვესტორმა 4 მლნ. ლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 7695 კვ. მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. ამ ეტაპზე უკვე 2 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2017 წელს დამატებით დაახლოებით 1 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. დღეისათვის საწარმოში ჯამში 120 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით სამომავლოდ კიდევ 50 დაემატება. შპს „დარ კაპიტალი" პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში გეგმავს. მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია შპს „დარკაპიტალის" დირექტორმა ზურაბ დარჩიძემ გააცნო.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)