|
2016-11-07 12:15:08, 1790 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ნატო-ს სამხედროები საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნებიან გადაყვანილი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატო-ს 100 ათასობით სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი, - ამის შესახებ გამოცემა The Times-ი იუწყება. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს სურს, არსებითი სახმელეთო ძალები მოამზადოს, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებენ. „ჩვენ ვნახეთ რუსეთი, რომელიც ბევრი მიმართულებით გააქტიურდა. ჩვენ ვნახეთ უფრო ხისტი რუსეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო პოტენციალს არსებითად აძლიერებს, რომელმაც 2 000 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა, ავითარებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებს, წვრთნის საკუთარ ძალებს და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთი, რომელიც ევროპაში, ნატო-ს მოკავშირე ქვყენებში პროპაგანდას იყენებს და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ რეაგირებს ნატო. ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერებით ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, ნატო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ადამ ტომსონის თქმით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, 300 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ძალების მობილიზება ორ თვეში მოახერხოს. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამისთვის დაახლოებით 6 თვე სჭირდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)