10:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 21:44:30, 2221 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე „თიბისი ჯგუფის“, „ანაკლიის განვითარების კორსორციუმისა“ და მათი ჩინელი პარტნიორი კორპორაციების ხელმძღვანელებთან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის განხორციელების პროცესში ჩინური ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ჩინელმა ინვესტორებმა მოისმინეს აგრეთვე დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშემწყობი პირობების შესახებ.  

შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics