|
2016-11-02 19:42:03, 940 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა, სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია?
„მთავარი კითხვა მაქვს: ამ საკითხის გარდა, სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და ესღა დაგვრჩა გასარკვევი?“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. აბაშიშვილი აღნიშნულ თემას უტოპიურს უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „მოდით გავიხსენოთ, საიდან მოხვდა ეს თემა მედიაში, ვინა გააჟღერა, რომელმაც პოლიტიკურმა ძალამ და ასე შემდეგ: ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტური იყო რამოდენიმე საათის დასრულებული, როდესაც ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან გაჟღერდა სწორედ ეს თემა, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და შემდგომ ამას მოჰყვა გარკვეული ტიპის დისკუსიები. შემდგომ თანდათანობით ხდებოდა ამ სრულიად გაურკვეველ საკითხზე მსჯელობა. საერთოდ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, დღემდე ამის შესახებ აბსოლუტურად ვერავინ ვერ საუბრობს. მე მესმის, რომ დღეს ”ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ახლა მე ვფიქრობ, რომ ”ქართული ოცნების” წინაშე დგას მთავარი დილემა - რაში გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ანუ იმ მანდატებს, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა. დავაყენოთ საკითხი ასე: საზოგადოებამ ასეთი მაღალი მანდატი რისთვის მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, იმისათვის, რომ რაღაც უტოპიურ თემებზე ესაუბრა, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევნების წესის ცვლილება? ჩემი აზრით, ქართველმა ამომრჩეველმა ეს მანდატი მიანიჭა ”ქართულ ოცნებას” იმისთვის, რა მესიჯებითაც ეს პარტია გამოდიდოდა, ეს იყო: უმუშევრობის დაძლევა, ეკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის განვითარება და ა.შ. სია გრძელია, მაგრამ არსად წერია, რომ მთავარი მესიჯი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება. ეს სრულიად აბსურდული თემაა და ძალიან საინტერესოა, რომ ამ აბსურდულ თემაზე ამდენი ხანი ამდენი ადამიანი მსჯელობს. სრულიად შეგნებულად ვიკავებდით თავს, რომ სერიოზული შეფასება ან კომენტარი გაგვკეთებინა და დღესაც გამიჭირდება ამ საკითხზე ძალიან სერიოზული მსჯელობა, გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად ვერ ვხედავ ამ თემის რეალურობას და მთავარი კითხვა მაქვს: ამ საკითხის გარდა, სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და ესღა დაგვრჩა გასარკვევი?”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს წარმატებით ფუნქციონირებს და ის არის მთავარი ბალანსის შემქმნელი სხვადასხვა შტოს შორის. „ის რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს წარამტებით ფუნქციონირებს, ის რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მთავარი ბალანსის შემქმნელი სხვადასხვა შტოებს შორის, ის რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის საშუალებით უამრავი საკითხი გადარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც შეიძლებოდა საერთოდ არ გვქონოდა დღეს, ან გვქონოდა მახინჯი ფორმით, ეს ხომ ფაქტია? რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტის აქტიური ჩართულობა, რა იქნებოდა მოსმენების კანონთან დაკავშირებით? რა იქნებოდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, საერთოდ გვექნებოდა დღეს ეროვნული ბანკი?“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)