|
2016-11-02 12:26:30, 1463 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია გაიხსნა
თბილისში ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) "გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია" გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს. სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) "გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის" თავმჯდომარემ, კოსი ლოუმ მიმართა. ფორუმზე სიტყვით წარსდგა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. „დღეს, ჩვენ OECD-თან თანამშრომლობით ვატარებთ გლობალური ფორუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას საგადასახადო კუთხით. პრაქტიკულად ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია არის ჩამოსული. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას (FATCA) ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებთან და ვმუშაობთ იმისთვის, რომ საგადასახადო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აქვთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. გლობალური ფორუმის პლენარული სესიის საქართველოში ჩატარება, იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში განახორციელა. საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. ქვეყანამ წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. გლობალური ფორუმის შეფასებით, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კუთხით, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი სამაგალითო და ლიდერი სახელმწიფოა. ასეთი მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული პოტენციალის მქონე ქვეყნის, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას. პლენარული სესია მუშაობას 4 ნოემბერს დაასრულებს. სესიის მიმდინარეობისას კომპეტენტურ უწყებთა (საუდის არაბეთი - ურუგვაი) მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)