06:16 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 16:28:01, 2292 ნახვა

მსოფლიო
ერაყის სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქ მოსულში შევიდნენ

ერაყის სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქ მოსულში შევიდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების იფნრომაციით,  “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ერაყის ძალებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს.

ქალაქ მოსულში შესვლამდე, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ მოსულის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემისტების პოზიციები დაბომბა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქალაქ მოსულში 3 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცია შესული.

შეგახსენებთ, რომ ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთ მებრძოლეთა რაზმებმა მოსულის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ ჰაერიდან მხარდაჭერას საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს.

ცნობისთვის, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics