|
2016-10-31 14:49:36, 1247 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ქვეყანამ ნამდვილად აჩვენა დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არჩევნები დემოკრატიულ და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა. "მიუხედავად ძალიან ეპიზოდური, უმნიშვნელო დარღვევებისა საბოლოო შედეგზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს და ვერც ექნება. რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა, ყველა დარღვევაზე იყო შესაბამისი რეაგირება. ყველას ვაჩვენეთ, რომ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ ეს სწორედ საზოგადოების გმირობის შედეგია", - განაცხადა კობახიძემ. მმართველი გუნდის წევრმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა კამპანიის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "მხარდაჭერის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საარჩევნო პერიოდი ძალიან ხანგრძლივი იყო. ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. არჩევნები დემოკრატიულ და უპრეცედენტო მშვიდობიან გარემოში ჩავატარეთ. თუ გავიხსენებთ 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებს, 2016 წლის არჩევნები იყო სამაგალითო. საზოგადოებას უნდა მივულოცოთ, რომ ქვეყანამ ნამდვილად აჩვენა დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტი", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით თითქმის ყველა ოლქში "ქართული ოცნება" ლიდერობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)