09:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 10:44:24, 836 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ვულოცავ ამომრჩეველს გამარჯვებას, რომელიც თავისუფლებასა და კეთილდღეობას მოიტანს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა:

„ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები და სადაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით მრეწველების კანდიდატს“,-აღნიშნა კობახიძემ.

მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:

„გვინდა დიდი მადლობა განვუცხადოთ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ გამარჯვებას. იმ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის მონაცემები დაითვალა. წინასწარი შედეგებით, თბილისსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ოლქებში "ქართული ოცნება" ლიდერობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics