09:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 09:36:39, 674 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია: ცალკეული შემთხვევების მიუხედავად საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე იყო

 „პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური, არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია“,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე  განაცხადა.

ჟვანიას თქმით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული  არჩევნების მეორე ტური, არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი  მთლიანად დასრულებულია.  არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს  საშუალება მიეცათ   გამოეხატათ საკუთარი ნება.  დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი  გამჭვირვალედ განხორციელდა და  ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერეხების გარეშე  შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს.

„მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ძალისხმევა ჩადეს, რომ პირველ რიგში მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს და რა თქმა უნდა პროფესიულ დონეზე უზრუნველეყოთ არჩევნების ორგანიზება. მათ ხელი შეუწყვეს ჩვენთან ერთად საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას“,- დასძინა თამარ ჟვანიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics