|
2016-10-30 18:50:28, 647 ნახვა
პოლიტიკა
ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში 87 საჩივარია შესული
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში 87 საჩივარი შევიდა. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საჩივრების გარკვეული რ აოდენობა დაწერილია საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ და მათი შინაარსი იდენტურია. საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება. „დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია მთაწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის უბნებზე მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლის შესახებ. აღნიშნული ერთეული ფაქტები დაფიქსირდა როგორც ისნის, ისე ფოთის და ქუთაისის მაჟორიტარული საარჩევნო უბნების ოლქებზე. საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი მასობრივი ფაქტები, კონკრეტულად საუბარია მთაწმინდის ფაქტზე, იწვევს ეჭვს და ტოვებს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა პიროვნებებმა გაანცხადეს, მათ 8 ოქტომბრის შემდეგ, როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ჰქონდათ ეს მარკირება ხელზე, საარჩევნო ადმინისტარციამ კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ მათგანს არ მისცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. მარნეულის ოლქის ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა.ერთ შემთხვევაში ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული, სადაც იყო განთავსებული 3 ბიულეტენი. აღნიშნული ყუთი დაილუქა და სავარაუდოდ გაბათილდება. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ხელმოწერებითა და ბეჭდით არ იყო დადასტურებული ბიულეტენები, რაც ასევე კანონდმებლობის თანხმად ბათილობის საფუძველია. მთაწმინსის მე-20 უაბანთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია მედიაში. საუბქრია, თითქოს გადასატანი ყუთის გატაცების ფაქტი მოხდა. ეს ინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა ცესკომ.აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებით „ ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელდა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყუთი საარჩევნო უბანზეა“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)