|
2016-10-29 12:08:01, 1950 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში ტერორისტების თავდასხმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა
სირიის ქალაქ ალეპოში ტერორისტების თავდასხმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ტერორისტებმა ძირითადად, ქალაქის მისადგომები დაბომბეს. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა "ალ-ნუსრას ფრონტის" მებრძოლებმა განახორციელეს. მედიის ცნობით, ადგილობრივი სავადმყოფოები გავსებულია დაშავებულებით, თუმცა ექიმების განცხადებით, მათ საკმარისი მედიკამენტები აქვს, რომ ყველა პაციენტს უმკურნალონ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქ ალეპოში 8 რაიონი დაიბომბა. აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს, ალეპოში დაჯგუფების მებრძოლების თავდასხმებს, სამი დღის განმავლობაში 43 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის პროვინცია იდლიბში რუსეთის ავიაიერიშების შესახებ ბრალდებებს დეზინფორმაცია უწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალეპოს ტერიტორიაზე სკოლის დაბომბის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში სკოლებზე საჰაერო იერიშის განხორციელების ფაქტს უარყოფს, რომლის დროსაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი დაიღუპა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)