|
2016-10-28 16:11:27, 2299 ნახვა
მსოფლიო
გაერო: ISIS-მ მოსულში ათასობით ადამიანი მძევლად აიყვანა - 232 ადამიანი გარდაცვლილია
გაერო-ს განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულში, ათასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, "ბოევიკები" ქალაქ მოსულზე შტურმის დროს, მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას გეგმავენ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია მოსახლეობის მასიური ჟლეტვის შესახებ. გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა განაცხადა, ISIS-ის მებრძოლებმა 232 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, მათ შორის ერაყის უსაფრთხოების სამსახურის 190 ყოფილი თანამშრომელი. არსებილი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა, ჯიჰადისტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს და ეს გახდა მათი ლიკვიდაციის მიზეზი. როგორც BBC-ი წერს, ქალაქ მოსულის სტურმით აღება ერაყის სამხედროების მიერ 17 ოქტომბერს დაიწყო. ამასთან, ავიაიერიშებს აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციას ახორციელებს. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქ მოსულის აღება, "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტობრივ განადგურებას გულისმხობს. ცნობისთვის, ერაყში "ისლამური სახელმწიფო" 2014 წელს შეიჭრა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)