|
2016-10-28 12:52:05, 2472 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. საბჭოს სხდომაზე იმ მოსასამართლეების დანიშვნას უყარეს კენჭი, რომელთაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებათ. თორმეტივე მოსამართლემ საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან: ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, ციცინო კიკვაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი და ლევან მიქაბერიძე. რაც შეეხება გახმაურებული საქმეების მოსამართლეებს, ნატალია ნაზღაიძემ , რომელიც სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“- ის საქმეზე კოლეგიის თავმჯდომარე იყო, საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო. გერმანე დადეშქელიანმა კი, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო სხდომებს უძღვებოდა, საბჭოს 13 წევრმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო. უვადოდ დანიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)