12:08 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 14:32:32, 1616 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ ა.ზაგაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ა.ზაგაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი ამირან ზაგაიძე დამნაშავედ სცნო მკვლელობის მცდელობასა და ძარცვაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ამირან ზაგაიძე ქ. რუსთავში მე-15 მ/რ-ში მდებარე ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში აშკარად დაეუფლა გიორგი მუჯრიშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მას შემდეგ რაც გიორგი მუჯრიშვილმა ტელეფონის დაბრუნება მოითხოვა,  ამირან ზაგაიძემ მას ჩხუბი დაუწყო, რა დროსაც შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, გიორგი მუჯრიშვილს მუცლის არეში დანით რამდენჯერმე მიაყენა  ჭრილობა, მათ შორის ერთ-ერთი სიცოცხლისთვის სახიფათო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად  გიორგი მუჯრიშვილის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ამირან ზაგაიძე 201გ6 წლის 12 თებერვალს  საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა.

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ამირან ზაგაიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics