02:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 09:26:12, 757 ნახვა

პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: აჭარის მთავრობას სათავეში უნდა ჩავდგომოდი, მაგრამ იქ ერთი კაცი გაგვაყვანინეს

„აჭარის მთავრობას სათავეში მე თვითონ უნდა ჩავდგომოდი, მაგრამ იქ ერთი კაცი გაგვაყვანინეს, რაც უდაოდ დიდი სიყალბეა“,-ამის შესახებ „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“  თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა GDS-ის ეთერში განაცხადა.

თარხან-მოურავის თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ადგილი ზაზა ოქუაშვილს იმიტომ დაუთმო, რომ ერთი მანდატის წარმომადგენლობით, ის დაპირებების ასრულებას ვერ მოახერხებს, პარტიის პოზიციის დაფიქსირებას სიის მეორე ნომერიც შეძლებს.

„ პარტიის პირველი პირი ვარ, ირმა ინაშვილი კი - მეორე. პარტიის სიის პირველი ნომერი მე ვიყავი, მაგრამ შემდეგ ასეთი განცხადება გავაკეთეთ, რომ სიის პირველი ნომერი გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი იქნებოდა, მე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერი ვიქნებოდი იმ მიზნით და იმედით, რომ აჭარაში 8 კაცს მაინც გავიყვანდით, 11-კაციან კოალიციას შევქმნიდით და გვექნებოდა ძალა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი დაგვემტკიცებინა. მთავრობას სათავეში მე თვითონ უნდა ჩავდგომოდი, მაგრამ იქ 1 კაცი გაგვაყვანინეს, რაც უდაოდ დიდი სიყალბეა. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, იქ რა შემიძლია გავაკეთო?! დაპირებების ასრულებას ვერ შევძლებ, ამიტომ ჩემმა იქ ყოფნამ აზრი დაკარგა. პარტიის პოზიციის დაფიქსირებას სიის მეორე ნომერიც შეძლებს, მესამეც და მეოთხეც. მე კი, პარტიას უნდა ვუხელმძღვანელო“, -აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics