|
2016-10-25 14:23:57, 961 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დასაქმების სააგენტოს ეწვია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ლევან გორგილაძესთან ერთად აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ მთავრობის თავმჯდომარეს სტრუქტურის შესახებ ანგარიში წარუდგინა. დასაქმების სააგენტოში სამუშაოს მაძიებელთათვის შექმნილია კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა მოთხოვნილი ვაკანსიის მიხედვით მოიძებნოს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელი პირი. დასაქმების სააგენტო 2011 წლის 13 სექტემბერს შეიქმნა და წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას რეგიონში, რომელიც აწარმოებს საშუამავლო საქმიანობას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში. დასაქმების სააგენტოში 2012 წლიდან დღემდე დარეგისტრირდა 21 051 სამუშაოს მაძიებელი. აქედან დასაქმდა 11498 პირი, რომელთაგან უმეტესი ნაწლი გრძელვადიან, ხოლო ნაწილი კი მოკლევადიან სამუშაოზე დასაქმდა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)