23:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 19:43:59, 832 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო დიპლომატებისათვის ელექტრონული აკრედიტაციის სისტემას ნერგავს

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დიპლომატთა ელექტრონული აკრედიტაციის პროგრამას ნერგავს. ახალი სერვისი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპოუსის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ წარუდგინეს. ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.

საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც დიპლომატებს აკრედიტაციის ელექტრონულად გავლა შეეძლებათ. ამისათვის სერვისების განვითარების სააგენტომ დიპლომატთა აკრედიტაციის  ახალი სისტემაშეიმუშავა, მოამზადა შესაბამისიმონაცემთა ბაზები, დანერგა საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა და შექმნა  გაყალბებისაგან დაცული,ინოვაციური დიზაინის ბარათები, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების  ელექტრონულ აკრედიტაციას უზრუნველყოფს.

ახალი დიპლომატიური ბარათებით შესაძლებელი იქნება არა მარტო  მფლობელის ვინაობის იდენტიფიცირება, არამედ სხვადასხვა სერვისის მიღებაც, მათ შორის საგადასახადო და სავაჭრო ობიექტებში დიპლომატებისათვის გათვალისწინებული საშეღავათო სისტემით სარგებლობა. ბარათის მფლობელი ავტომატურად მიიღებს ყველა იმ შეღავათს, რასაც დიპლომატის სტატუსი ითვალისწინებს.დღემდე ამ მომსახურებებისათვის დამატებითი დოკუმენტების წარდგენა იყო საჭირო.

პროგრამა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული პროექტის − „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ − ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა. მისგანხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სპეციალური სიგელი გადასცა.

უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და მათი მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კუთხითსერვისების განვითარების სააგენტოწარმატებით თანამშრომლობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთანაც. უწყება მეზღვაურებისათვის სრულიად ახლებურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის,ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის  (IMO) მიერ აღიარებულ პასპორტებსა და სერტიფიკატებს გასცემს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics