|
2016-10-24 12:49:20, 1564 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილი დუბაის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) „Global Women in Leadership“ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია არის ორ დღიანი და საკმაოდ მასშტაბური - ის ყოველწლიურად 500-ზე მეტ უცხოელ დელეგატს მასპინძლობს. მათივე ინფორმაციით, იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროს მდივნის ეკონომიკურ საკითხებში, მისი აღმატებულება მუჰამედ ალ-შიჰის პატრონაჟით იმართება. ქეთევან ბოჭორიშვილი მონაწილეობს სადისკუსიო პანელში „დივერსიფიკაცია, როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“. პანელის სხვა მონაწილეებს შორის არიან ლიბანის ყოფილი განათლების მინისტრი და ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი ჰასან დიაბი და საამიროების ეკონომიკის სამინისტროს მდივანი ეკონომიკურ საკითხებში, მუჰამედ ალ-შიჰი. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა„ექსპო 2020“-ის საორგანიზაციო გუნდთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს გამოფენაზე მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. „ექსპო 2020“ გამოფენის ჩატარების უფლება დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა 2013 წლის 27 ნოემბერს მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მასშტაბურია ამ მიმართულებით და მისი ჯამური საგამოფენო სივრცე 4.38კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო წინასწარი გამოთვლებით დასწრება იქნება რეკორდული, 25 მილიონი ადამიანი გახსნის დღიდან დახურვამდე, 20 ოქტომბერი 2020 – 10 აპრილი 2021. (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)