01:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 18:38:31, 823 ნახვა

პოლიტიკა
სერგო რატიანი: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება სამწუხარო და დამაზიანებელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სამწუხაროა.

„ საზოგადოებამ იცის, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო მეორე ტურებში მონაწილების გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის გამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა დაშინება ძალადობა, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ არმომჩეველი უნდა დავიცვათ. გადაწყვეტილება, რომელიც სანდრას უკავშირდება, ვფიქრობ სამწუხაროა და დამაზიანებელი. ზუგდიდი ის რეგიონია, რომელშიც ჩვენ გამარჯვების მაღალი ალბათობა გვაქვს",-განაცხადა სერგო რატიანმა.

რულოვსის ამ გადაწყვეტილებას ასევე სამწუხაროს უწოდებს გივი თარგამაძე.

„პარტიამ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე.  ამიტომ სანდრას გადაწყვეტილება მიუღებელია, სამწუხაროა, ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას და ბუნებრივია ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილიც დაგვიპირისპირებდა დაშინებას, მანიპულაციას. მაგრამ იმას რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარნეულის ამომრჩეველმა დააფიქსირა.  პარლამენტში შევა თუ არა სანდრა, ეს მისი გადასაწყეტია",-ამბობს გივი თარგამაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics