01:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 21:21:42, 810 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაიწყო

საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაიწყო, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ოთხივე საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა.

როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკომ პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდა, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა შეძლოს.

”იმის გამო, რომ მთელი დღის განმავლობაში ოთხივე საარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით კი, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ, მათ შორის, სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა შეძლოს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics