|
2016-10-22 15:09:08, 1046 ნახვა
რეგიონი
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა ზესტაფონში უფასო გასინჯვის აქცია გამართეს
"ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე" - ამ ლოზუნგით ზესტაფონში ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვის აქცია გამართეს. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა აწარმოეს: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, ასევე სისხლში გლუკოზის განსაზღვრა ჩაუტარდათ. აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტი ისაა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები ფართოდაა დანერგილი , ისეთი სერვისები, როგორიც ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა მაღალ დონეზეა განვითარებული. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი - საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)