00:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 11:41:56, 755 ნახვა

პოლიტიკა
განმუხურის #38-ე უბანზე 2 საჩივარია დაწერილი

განმუხურში, 38-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის 2 საჩივარია დაწერილი.

საჩივრები საი-ს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ორივე საჩივარი გადასატან ყუთს ეხება

გადასატანი ყუთი უბნიდან 9:00 საათის ნაცვლად დაგვიანებით, 10:15 საათზე გაიტანეს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება.

განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ  და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს.

ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics