23:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 12:29:58, 708 ნახვა

პოლიტიკა
უსკო-მ შედეგები შეაჯამა - აჭარაში საარჩევნო ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.

საბოლოო ოქმის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა 163 419-მა ამომრჩეველმა მიიღო. ბათილი ბიულეტენის რაოდენობა ჯამში 12 622 იყო, რაც გამოყენებული ბიულეტენების 4 %-ია.

საარჩევნო ბარიერი 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა: „ქართული ოცნება“ – 45.1%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 29.6%; „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.9%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7%.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ექვს მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მეორე ტური კი, 5 ოლქში - 30 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics